Meet the winner
ბელინსკისა და ზანდუკელის ქუჩების კვეთაზე, ქალაქის ისტორიულ უბანში, რესტორანი „ზალა“ 2017 წლიდან მასპინძლობს ძველი ტფილისის კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულ სტუმრებს. ჩვენი მთავარი იდეა, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობისა და მივიწყებული კულინარიული ტრადიციების გაცოცხლება და მათი თანამედროვე, განახლებული ფორმით მიწოდებაა.
„ზალას“ კონცეფცია ეფუძნება ძველი ქართული გემოების გაცოცხლებასა და მათ შერწყმას თანამედროვე კულინარიასთან. რომელსაც ასევე ერწყმის დახვეწილი ფრანგული ნოტები. ინტერიერი, გამორჩეული ორანჟერეა და საღამოობით გაჟღერებული მძველი და თანამედროვე ქართული ჰანგები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც გამოგზაურებთ ძველი თბილისის ქუჩებში და დაუვიწყარ მგონებებს გიტოვებთ.
„ზალა“ არ არის მხოლოდ რესტორანი, იგი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ხვდება.
ხოლო კონკურსში მონაწილეობა მიზნად ისახავს ამ უნიკალური ქართული გასტრონომიული კულტურისა და ტფილისური სტუმარმასპინძლობის ტრადიციის ფართო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად გაცნობას.
This description has been provided by the nominee and has not been independently verified by World Culinary Awards.